ხელისუფლება დაავადებულია “სტოკჰოლმის სინდრომით” – ხუხაშვილი

”რუსეთის მიმართ ლოიალურ დამოკიდებულებას ხელისუფლება და მათი მხარდამჭერები იმით ხსნიან, რომ “ის” თუ გაბრაზდა, ტანკებით შემოვა და გადაგვივლის.
აშშ-ს და ევროკავშირის მიმართ გამოხტომები მოსულა, რადგან ისინი რაც არ უნდა გაბრაზდნენ, ამას არ გააკეთებენ.
ამ დამოკიდებულებას საბოლოო ჯამში ბუნებრივად მივყავართ პოლიტიკურ “სტოკჰოლმის სინდრომთან”, რითაც არის დაავადებული ჩვენი ხელისუფლება – მათ გაცნობიერებული აქვთ, რომ რუსეთი მოძალადეა და ზუსტად ეს ქმნის მის მიმართ მორჩილების და თუ გნებავთ, სიყვარულის საფუძველს.”
აღნიშნულის შესახებ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share