სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებული საბავშვო ბაღების დირექტორები სამართლებრივ დავას უზენაეს სასამართლოში იწყებენ.
11 ადამიანმა უზენაეს სასამართლოს მაშინ მიმართა, როცა სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება გააუქმა.
საქალაქო სასამართლომ გათავისუფლებული თანამშრომლებისთვის სახელმწიფოს 24 ათასის ოდენობით კომპენსაციის გადახდა დააკისრა, მაგრამ სააპელაციომ განაჩენი გააუქმა.
”აუდიტის გამოგონილი შეთითხნილი დასკვნის საფუძველზე იქნა გათავისუფლებული ყველაზე საუკეთესო და ექსპერტად ცნობილი დირექტორები. რომჰ ქონდათ არჩევნები, ჩვენ არ ჩავერთვეთ და ბოიკოტი გამოვუცხადებთ მათ არჩევნებს, ეს არ მოეწონათ, რა თქმა უნდა და ვიყავით მათთვის დაუმორჩილებელი დირექტორები,” – ამბობს ერთ-ერთი ბაღის დირექტორი.