მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატი, პოლონეთის ყოფილმა პრეზიდენტმა,სსრკ-ს წინააღმდეგ ბრძოლის ისტორიულმა ფიგურამ ლეხ ვალენსამ რუსეთის მოსახლეობის 50 მილიონამდე შემცირებაზე საუბრობს – ამის შესახებ Le Figaro იტყობინება.
მისი თქმით, აუცილებელია „ქვეყანაში პოლიტიკური სისტემის შეცვლა. ის რუსეთის მიერ „ანექსირებული ხალხების აჯანყებაზეც“ ამახვილებს ყურადღებას.
„აუცილებელია რუსეთის პოლიტიკური სისტემის შეცვლა ან მისი დაბრუნება 50 მილიონზე ნაკლები მოსახლეობით. უკრაინამ რომც მოიგოს ეს ომი, ხუთ წელიწადში იგივე გვექნება, ათ წელიწადში კი მეორე პუტინი გამოჩნდება. თუ ქვეყნის პოლიტიკური სისტემა შეიცვლება, მსოფლიო უსაფრთხოება იქნება უზრუნველყოფილი. დღევანდელი რუსეთის დანაწევრებაც ერთ-ერთი გზაა“, – განაცხადა ვალენსამ.
ლეხ ვალენსა კვლავ მკაცრია დასავლეთის მიმართ, რომელიც, მისი აზრით, ცდებოდა როდესაც თვლიდა, რომ რუსეთი უვნებელი იქნებოდა. მისი თქმით, ეს შეცდომა გორბაჩოვის წლებიდან იწყება: „რუსეთი უნდა ჩამოგვეშალა”, მაგრამ გორბაჩოვი ზედმეტად ჭკვიანი იყო ამისთვის. ჩვენ მაშინ საკუთარ თავს ვუთხარით: “იყო სტალინი, ბრეჟნევი, მაგრამ გორბაჩოვი, ის კარგია”.
რუსეთი ელოდა პრობლემურ დროს და ახლა მათ სურთ გააგრძელონ ისე, როგორც საუკუნეების განმავლობაში და გააგრძელონ ხალხის ანექსია თავიანთ იმპერიაში.