“დასუფთავების სამსახურსა” და “ბაღების გაერთიანებაში” თანამშრომელთა დათხოვნა იწყება

როგორც “გურიის მოამბეს” აცნობეს, ოზურგეთის დასუფთავების სამსახურსა და “სკოლამდელ აღზრდის დაწესებულებაში” ე.წ. “რეორგანიზაცია” იწყება, რაც იმას ნიშნავს, რომ აღნიშნულ მუნიციპალურ ა(ა)იპებში თანამშრომელთა სამსახურიდან გაშვებები დაიწყება.

ოზურგეთის მერია, მისთვის არასასურველ პირთა სამსახურიდან გაშვების მიზნით, სხვადასხვა სამსახურებში ამ ხერხს ხშირად მიმართავს.

“რეორგანიზაციის” პირველ ეტაპზე სამსახურებს ახალი საშტატო განრიგი ეგზავნებათ და ეს პროცესი მხოლოდ არასასურველ პირთა სამსახურებიდან გაშვებას ისახავს მიზნად და მის ნაცვლად სასურველი კადრებით ამ ა(ა)იპიების დაკომპლექტებას.

ასე მოხდა როგორც ოზურგეთის მერიაში, ასევე რამდენიმე ა(ა)იპში და გამონაკლისი არც “დასუფთავების სამსახური” და არც “ბაღების გაერთიანება” იქნება.

გაფრთხილებები “რეორგანიზაციის” შესახებ დასუფთავების სამსახურის თანამშრომელბმა უკვე მიიღეს, ხოლო “ბაღების გაერთიანებაში” ცნობები “რეორგანიზაციის” შესახებ გავრცელებული ინფორმაციით დღეს დარიგდება.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share