უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს. მონაცემები მოიცავს 24 თებერვლიდან 11 ივლისამდე პერიოდს.
გენშტაბის ცნობით, ოკუპანტების სამხედრო დანაკარგი ასეთია:
- ჯარისკაცი – დაახლოებით 37 400;
- ტანკი – 1 645;
- ჯავშანტექნიკა – 3 828;
- საარტილერიო სისტემა – 838;
- სარაკეტო სისტემა – 247;
- საზენიტო საბრძოლო სისტემა – 109;
- თვითმფრინავები – 217;
- ვერტმფრენი -188;
- ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 676;
- საკრუიზო რაკეტები – 155;
- საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები – 2 696;
- გემი/ნავი/კატარღა – 15;
- სპეციალური აღჭურვილობა – 66.