2022 წლის გლობალური მშვიდობის ინდექსით, საქართველო მეორე ადგილზეა – ღარიბაშვილი

2022 წლის გლობალური მშვიდობის ინდექსით, საქართველო მშვიდობიანი 10-წლიანი პროგრესით, მსოფლიოში მეორე ადგილზეა. ინდექსის  სრული ისტორიული გაუმჯობესებით კი, მსოფლიოში პირველ ადგილზე დასახელდა.

ასევე მინდა ვთქვა, რომ ესეც ძალიან სერიოზული აღიარებაა, ამ კვლევაში 163 ქვეყანა მონაწილეობდა და მეორე ადგილზე ჩვენი ქვეყნის დასახელება მართლაც აღიარებაა იმ სწორი, გონივრული და ეროვნული პოლიტიკისა, რომელსაც ჩვენი მთავრობა უკვე 10 წელია ატარებს ჩვენი ხალხის ინტერესების დასაცავად.

თქვა პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share