მე უკვე დიდი ხანია მიმაჩნია, რომ დრო აღარა გვაქვს. რამდენი ხანი შეიძლება გაუძლოს, არ ვიცი – გიული ალასანია

მიხეილ სააკაშვილთან დღის ბოლოს დედა, გიული ალასანია იმყოფებოდა. მისი თქმით, ჯანმრთელობის მდგომარეობა ისევ მძიმეა და გაუმჯობესებას ვერ ამჩნევს და საჭიროა კვალიფიციური მკურნალობა, კვალიფიციურ კლინიკაში:

“მე უკვე დიდი ხანია მიმაჩნია, რომ დრო ჩვენ აღარა გვაქვს. იმიტომ, რომ რამდენი ხანი შეიძლება ამის ჯანმრთელობამ გაუძლოს, არ ვიცი.

არ დასრულებულა გამოკვლევები, კიდევ გეგმავენ რაღაცას. საჭმლის საქმე ცდად გვაქვს, ვერ იღებს, ძალიან ცოტას, ჩიტივით. არც კი ვიცი რა მოვუტანო, რა შევურჩიო. რაღაც ცილოვანი სჭირდება მაგრამ ვერ იღებს” ამბობს გიული ალასანია.

მიხეილ სააკაშვილი დღეს შვილმა, ნიკოლოზ სააკაშვილმაც მოინახულა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share