პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი ისევ იტყუება – მთავრობის კეთილსინდისიერებით კმაყოფილი პრემიერმინისტრი ამტკიცებს, რომ ქვეყანაში სტაბილურობაა და “ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას ვინარჩუნებთ”.
მისი თქმით, ქვეყანა ყველა პარამეტრით წინ მიიწევს და ლიდერი პოზიცია უკავია საერთაშორისო რუკაზე. ღარიბაშვილი ირწმუნება, რომ მშვიდობიანობის 10-წლიანი პროგრესით მსოფლიოში მეორე ადგილზე ვართ.
სინამდვილეში, ოფიციალური სტატისტიკური მონაცემები აბსოლუტურად განსხვავებულია. მაგალითად – გლობალური მშვიდობის ინდექსის 2022 წლის რეიტინგში საქართველომ 9 ადგილი დაკარგა და გაბონსა და ბანგლადეშს შორის, 95-ე ადგილს იკავებს. პოსტ-საბჭოთა ქვეყნების რეიტინგშიც კი საქართველო მე-6 ადგილზეა. პირველ ადგილზეა მოლდოვა, მეორეზე სომხეთი, ხოლო მესამეზე უზბეკეთი.
რაც შეეხება მთლიან შიდა პროდუქტს, ღარიბაშვილი ამბობდა, რომ მსოფლიოში მე-3 ადგილზე ვართ, ევრაზიაში კი პირველზე. აღმოჩნდა, რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში ყოველწლიურად მშპ 1.1%-ით იზრდებოდა. ამასთან ერთად ქვეყანაში მაღალია ინფლაციის მაჩვენებელიც.