მმართველი პარტიის ოფისში, როსტომ მეფის სასახლეში ე.წ. “გამიჯნულები” საგანგებოდ დაიბარეს და დიდი ალბათობით დავალებები მისცეს.
“ოცნებისგან” გამიჯნული დეპუტატები “ივანიშვილის ტრიოს” შეუერთდდებიან და ყაველაშვილი-ხუნდაძე-სუბარის ანტიამერიკულ კამპანიაში ჩართვებიან.
დღემდე არ არის დაკონკრეტებული ვინ შეუერთდება ამ ტრიოს ოზურგეთიდან.
“ოცნებაში” თვლიან, რომ რეგიონიდან მინიმუმ ერთი ადამიანი, ანტიამერიკული და ანტიდასავლური პროპაგანდით უნდა დაკავდეს.
ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, სუსი მოლაპარაკებებს “ოცნებიდან: ოზურგეთის საკრებულოს წევრებთან – ხათუნა ცერცვაძესთან, ქეთი ხომერიკთან და ლავრენტი ბიგვავასთან აწარმოებს.
ქეთი ხომერიკი ამ მხრივ ყველაზე კარგი კანდიდატურაა-მას გინება კარგად ეხერხება, თუმცა როგორც გვეუბნებიან ამ უკანასკნელს “ოცნების” დატოვება “ცოცხალი თავით” ფორმალურადაც არ სურს.
გამოირიცხა ლავრენტი ბიგვავაც, რადგან ის არჩილ თალაკვაძის ნათლმამაა და ისედაც კომიკურ სიტუაციას, “ოცნებიდან” ვითომ წასვლასთან დაკავშირებით, კიდევ უფრო კომიკურს გახდიდა.
ხათუნა ცერცვაძე ამ როლისთვის იდეალური არ არის, განცხადებები არ ეხერხება და ძირითადად კულისებში მოღვაწეობს, მაგრამ ფიგურა ოდიოზურია, წლების წინ მას ოზურგეთში, როგორც დიდი გავლენის მქონეს სასულიერო პირებზე, “შორენა თეთრუაშვილი” შეარქვეს, “ნაციონალური მოძრაობის” მმართველობის პერიოდში მისი არაოფიციალური ნებართვის გარეშე სტიხაროსანისა და მედავითნის აყვანაც კი ეკრძალებოდა მღვდლებს.
თუმცა ეკლესიასთან და სასულიერო პირებთან სიახლოვის გამო ანტიდასავლური როლი შესაძლოა ყველაზე უკეთ მან ითამაშოს.
ამასობაში ჭიათურის საკრებულოს „ქართული ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილემ, ნიკა სამხარაძემ, ლაგოდეხის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი ღამბაშიძემ, თერჯოლის საკრებულოში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ომარ ჯიხვაშვილმა და ახალციხის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, საბა კბილაშვილმა, დღეს დატოვეს. ქართულ ოცნებას და თანამდებობას გორის საკრებულოს წევრი მიხეილ გოგინაშვილიც ტოვებს და საქართველოში აშშ-ის ელჩს, კელი დეგნანს აკრიტიკებს.
რიგში ოზურგეთი დგას და თუ აქ ვერავინ ვერ მოინახა მაშინ “გურულების ცოდვას” საკუთარ თავზე ლანჩხუთის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ნინო მშვიდობაძე აიღებს.
მშვიდობაძე ცნობილია სიძულვილის ენის გამოყენებით, მეტიც მის ლექსიკაში რასისტული და ფაშისტური ფრაზეოლოგიაც ხშირია.