მხატვარი, გია ბუღაძე “მთავარ არხთან” ამბობს, რომ კლინიკა, სადაც საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი იმყოფება, რუსეთის მოქალაქის საკუთრებაშია.
მისივე თქმით, ამ ფაქტს ყურადღება უნდა მიაქციონ.
“ინფორმაცია მომივიდა და გთხოვთ, ყურადღება მიაქციეთ… ძალიან გთხოვთ, ჟურნალისტებმა მოიკითხეთ, ვინ არის მფლობელი ვივამედის? იცით, ვინ არის? სადაც ბატონი პრეზიდენტია? მისი მფლობელია რუსეთის მოქალაქე… დოკუმენტებში ასეა, შებრძანდით და ნახეთ… როცა მას გადასცეს კლინიკა, ზუსტად ერთი კვირის მერე შეიყვანეს ბატონი პრეზიდენტი იქ… მიაქციეთ ამას ყურადღება…”, – განაცხადა ბუღაძემ.