კრიმინალური ავტორიტეტებით მართული ციხეები. სასჯელაღასრულებბის დაწესებულებებში კანონიერი ქურდების გავლენები კვლავ ძლიერდება. სახალხო დამცველის არაერთი საგანგაშო ანგარიშის შემდეგ ქართულ ციხეებში არსებულ ვითარებაზე დასკვნას წამების პრევენციის ევროპული კომიტეტი აქვეყნებს.
ანგარიში მძიმეა. ევროსაბჭოს კომიტეტის დოკუმენტში მოხვდა არაერთი საგანგაშო ფაქტი, საერთაშორისო ექსპერტებმა თავად მსჯავრდებულებისგან მიიღეს ინფორმაცია, რომ ქურდული მენტალიტეტის გავლენები გაძლიერებულია და ხშირ შემთხვევაში ციხეები კრიმინალების გამგებლობაშია გადასული.
მთავარი არხი