”ჩემი აზრით, პროდასავლური ოპოზიციის ყველაზე დიდი პრობლემა არის, რომ მათ ვერ მოახერხეს, საქართველოს სწრაფვა ევრო-ატლანტიკური მომავლისკენ, ექციათ ეროვნულ იდეად. არა რომელიმე კონკრეტული პარტიის დღის წესრიგად, არამედ საერთო, სახალხო იდეად, როგორც თავის დროზე, ზვიად გამსახურდიამ და მერაბ კოსტავამ მოახერხეს საქართველოს სწრაფვა დამოუკიდებლობისკენ ექციათ ეროვნულ იდეად და რომელიც, მიუხედავად ურთულესი გზისა და ადამიანური მსხვერპლისა,საბოლოო ჯამში მიღწეული იქნა.
ჩვენი მენტალიტეტიდან და ხასიათიდან გამომდინარეც, A წერტილიდან B წერტილამდე მისასვლელად გვჭირდება კონკრეტული იდეის ირგვლივ გაერთიანება. თუ ვახერხებთ კონკრეტული იდეის ირგვლივ გაერთიანებას,მთელს პოსტსაბჭოთა სივრცეში,ყველაზე სწრაფად ვახერხებთ კონკრეტულ შედეგამდე მისვლასაც და ამის არაერთი მაგალითის მოყვანაა შესაძლებელი ჩვენი უახლოესი ისტორიის მაგალითებზე.
რაც ახლა ჩვენს თავს ხდება ყველა მიმართულებით,არის სწორედ იმის ბრალი,რომ ვერა და ვერ ვკონცენტრირდით ერთი,საერთო მიზნისკენ,როგორ მივიდეთ დამოუკიდებლობიდან (რომელიც მოვიპივეთ)თავისუფლებამდე(რომელიც უნდა მოვიპოვოთ).
სახელდება ციფრები,რომ საქართველოს მოქალაქეების 70,80,85% უნდა ევროპა.არა და,თუ ამხელა პროცენტს უნდა ევროპული ოჯახის წევრობა,მაშ რა გვიშლის ხელს?ხელისუფლება?კი,არსებული ხელისუფლება!პუტინის რუსეთი?კი,პუტინის რუსეთი!მაგრამ რა, 90 წლებში არ გვიშლიდა ხელს საქართველოს დამოუკიდებლობისკენ მიმავალ გზაზე ეს ფაქტორები,მითუმეტეს იმ დროს, როცა რკინის ფარდის მიღმა გვიწევდა ამ ბრძოლის წარმართვა,ინტერნეტისა და კომუნიკაციების გარეშე?!
ხომ გავარღვიეთ ეს წინააღმდეგობები და მივაღწიეთ საქრთველოს დამოუკიდებლობას ყველაზე ადრე და თან დასაბამიც მივეცით დანარჩენ პოსტსაბჭოთა სივრცეში ამ პროცესებს?! მაგრამ,მაშინ ამ ყველაფრის უკან იდგა იდეა,ერთი იდეის ქვეშ გაერთიანებული საზოგადობება,რომელმაც იცოდა,რომ რადაც არ უნდა დაჯდომოდათ ეს ბრძოლა, საქართველოს უნდა მოეპოვებინა დამოუკიდებლობა და მორჩა,წერტილი!
ჰოდა,ახლაც სწორედ ასე უნდა გავერთიანდეთ ერთი იდეის ირგვლივ,რომელსაც ვაქცევთ მიზნად და რომელ მიზანსაც ერქმევა – წინ ცივილიზებული სამყაროსკენ. ახლა ეს უნდა იყოს ყველა პროდასავლური ოპოზიციური პარტიის დღის წესრიგი და ეგზისტენციალური გამოწვევაც და შეკითხვა მუდმივად საკუთარ თავთან – რატომ ვერ ვახერხებთ ამას!”
ამის შესახებ პოსტს სოციალურ ქსელში ლანჩხუთის საკრებულოს დეპუტატი ენმ-დან, კახა ასკურავა აქვეყნებს.