დღეს, 7 იანვარს მართლმადიდებლური სამყარო მაცხოვრის შობას აღნიშნავს. ოზურგეთში, როგორც ყოველ წელს, წელსაც ღამისთევით ჩატარდა მაცხოვრის შობისადმი მიძღვნილი ეპისტოლე, რომელიც ჩაატარა ყოვლადუსამღვდელოესმა შემოქმედელმა მიტროპოლიტმა მეუფე იოსებმა. წირვა შეძლებისდგავარად დაცული დისტანციითა და პირბადეებით ჩატარდა, რომელიც დილის 5 საათამდე გაგრძელდა. მეუფე იოსებმა მრევლი დალოცა და საშობაო საჩუქრად ერთჯერადი ჭიქებით “ბახმაროს თაფლი” გადასცა. უკვე, მერამდენე დღესასწაულია მეუფე ასეთ საჩუქარს, რომ უკეთებს მრევლს და როგორც მან აღნიშნა ეს ყოველი შობის ტრადიციად იქცევა.
მსგავსი სტატიები
- 95
“გურიაში კალანდის, შობის და საახალწლო ამბვებს შორის ერთერთი მთავარი რიტუალი ფერხვა და ფეხადობაა. ფეხადად ბებია რომელიმე მეზობლის, ნათესავის, ახლობლის ჯანმრთელ, ფერხორციან, ენაწყლიან ბაღანას შეარჩევდა და შეუთანხმდებოდა წინდაწინ. "წროულს შენს იმედად ვარ, დედმამიანი ხარ, არ დამაღალატო ნენა შენ უნდა მიფეხადო, დამიპურო ქათამი და საყოლი." ქსენია ბებია და შალიკო ბაბუა ყოველთვის მე…
- 82
გასულ თვეში, ოზურგეთში, გურიის ქუჩაზე მდებარე სკვერში, ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების გამოფენა მოეწყო. პანდემიის წესების გათვალისწინებით, გამოფენილი იყო ისტორიები და ამბები, რომელთა წაკითხვა და დათვალიერება შეიძლებოდა. აღნიშნული წერილიც იმ გამოფენის გამოძახილია და გურიის მედიატორთა ასოციაციის ამბავს გვიყვება. ცნობილი გურული წამოცდენა ,,მოი? – როის მიხვალ?“ ასე არაფერს შესაბამებია როგორც ,,კორონას“. მართალია…
- 82
გურული კაცი თურმე 40 დღით ადრე იწყებდა. პირველ რიგში, საკალანდო ღორს და მამალს სასუქში ჩასვამდნენ, დაკვლამდე კარგად რომ გასუქებულიყო. მთელი რიგი სამზადისისა უკვე 13 იანვრის, ანუ ცხემლის ჭრის საღამოს იწყებოდა, როცა ოჯახიდან მამაკაცები ტყეში ცხემლის საჭრელად წავიდოდნენ, კალანდა ღამეს ღუმელები და ბუხრები აუცილებლად მისი შეშით უნდა ანთებულიყო და გამთბარიყო, რათა…
- 82
შობა-ახალ წელს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში სხვადასხვანაირად ხვდებიან. ეს ორი დღესასწაული ერთმანეთთან მჭიდროდ არის გადაჯაჭვული, მაგრამ ახალი წელი და მისი აღნიშვნის ტრადიციები მაინც შეიცავს წინაქრისტიანულ წეს-ჩვეულებებს. დღესდღეობით შობას საქართველოში უფრო მშვიდ გარემოში აღნიშნავენ. ამ დღესასწაულს ყველა საშობაო ალილოთი ეგებება. საუკუნეების განმავლობაში ჩამოყალიბებული იყო ტრადიცია - მამაკაცებისგან შემდგარი გუნდი ჩამოივლიდა უბანებს და…