NASA-მ ჯეიმს ვების ტელესკოპის მიერ გადაღებული პირველი ფოტო გაავრცელა

NASA-მ ისტორიაში ყველაზე მძლავრი კოსმოსური ტელესკოპის, ჯეიმს ვების მიერ გადაღებული პირველი ფოტო გაავრცელა.

NASA-ს ინფორმაციით, ეს აქამდე კოსმოსის ყველაზე ღრმა და მაღალი გარჩევადობის ხედია. მასზე ჩვენთვის აქამდე უცნობი გალაქტიკებიც ჩანს.

ფოტო შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა თეთრ სახლში გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე წარადგინა.

“ეს სურათები შეახსენებს მსოფლიოს, რომ ამერიკას შეუძლია დიდი საქმეების გაკეთება და შეახსენებს ამერიკელ ხალხს – განსაკუთრებით ჩვენს შვილებს – რომ არაფერია ჩვენი შესაძლებლობების მიღმა”, – თქვა ბაიდენმა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share