მართლმადიდებელი ეკლესია დღეს პეტრე-პავლობას აღნიშნავს

დღეს პეტრე-პავლობაა. სადღესასწაულო წირვა-ლოცვა საქართველოში მოქმედ ყველა ტაძარში გაიმართება.

მართლმადიდებელი ეკლესია მოციქულებს პეტრეს და პავლეს მათი ღვაწლის გამო განსაკუთრებულ პატივს მიაგებს და მათ თავმოციქულებად მოიხსენიებს.

დღესასწაულით სრულდება მარხვაც, რომლის დაწყებაც აღდგომის თარიღზეა დამოკიდებული. პეტრე-პავლობის მარხვა წელს 24 ივნისს დაიწყო. ხვალ კი მართლამდიდებელი ეკლესია ქრისტეს 12-ვე მოციქულის ხსენებას დღესასწაულობს. ტრადიციულად საზეიმო ლიტურგია სვეტიცხოვლის ტაძარში იმართება, რომელიც მოციქულების სახელობისაა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share