მელექედურის გამგებელს საკუთარ კაბინეტში ტელევიზორი მოპარეს

როგორც “გურიის მოამბე”-ს ადგილობრივება გვამცნობეს, დღეს დილით გამოძიებისათვის ჯერჯერობით დაუდგენელმა პირებმა ოზურგეთის მერის წარმომადგენელს მელექედურის ტერიტორიულ ორგანოში, საკუთარ კაბინეტში ტელევიზორი მოპარეს.

როგორც შსს-დან გვატყობინებენ,ამ წუთებში სოფელში პოლიცია იმყოფება და ოპერატიული საძებრო სამუშაოები მიმდინარეობს.

აღძრულია სისხლის სამართლის საქმე ქურდობის ფაქტზე. ჯერჯერობით დაკავებული არავინ არ არის.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share