15 ოქტომბერს, თბილისის სპორტის სასახლეში შოუმენი და სატირიკოსი მაქსიმ გალკინი კონცერტს გამართავს. გალკინი საქართველოში უკრაინიდან დევნილების დასახმარებლად, მსოფლიო ტურის ფარგლებში ჩამოდის.
გალკინი საქართველოს გარდა, კონცერტებს მართავს ისრაელში, აშშ-ში, პოლონეთში, დიდ ბრიტანეთში, ლიეტუვაში, ლატვიაში, თურქეთში, ავსტრალიაში, ახალი ზელანდიაში, ფინეთში, ესპანეთსა და გერმანიაში.
კონცერტის ბილეთების გაყიდვა 25 ივლისიდან დაიწყება
ჰონორარი მოხმარდება უკრაინიდან დევნილებს.