ოზურგეთის ტაძრებში საშობაო წირვა-ლოცვა კორონავირუსის პანდემიის გამო რეგულაციების დაცვით ჩატარდა, თუმცა წელს ტრადიციული ალილო არ გაიმართება. პანდემიის გამო ყველა ღონისძიება გაუქმებულია. მიუხედავად ამისა საშობაო ალილოს მსვლელობა სასულიერო პირებმა ღვთისმშობლის საკათედრო ტაძრიდან ავტომობილიდან ქუჩებში წყლისკურთხევით ჩაატარეს.
შობის დღესასწაულთან დაკავშირებით ტრადიციული ალილო 15 წელია 7 იანვარს საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის კურთხევით ეწყობა.
შეგახსენებთ, 6 იანვრის ღამეს მართლმადიდებლები შობის დღესასწაულს შეხვდნენ, ამ დროს პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვა ერთი დღით გაუქმდა.
ნინე ულუმბელაშვილი