ღია უარი ევროპულ მომავალზე და ისევ ბიძინა ივანიშვილის მორჩილების დადასტურება. ირაკლი ღარიბაშვილი აქვეყნებს ღია წერილს, რომლითაც საბოლოოდ სცემს პასუხს კითხვაზე, მზად არის თუ არა ქართული ხელისუფლება იმოქმედოს საქართველოს და ქართველი ხალხის ინტერესებით თუნდაც ოლიგარქის საზიანოდ. პასუხი არის არა – მმართველი პარტია არ გაწირავს თავის პატრონს საქართველოს მომავლის გამო. პრემიერმინისტრი პირდაპირ გვეუბნება, რომ ჩვენ, ქვეყნის მოქალაქეები უნდა შევეგუოთ მშვიდობას, სტაბილურობას და ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას.
სანაცვლოდ კი მთავრობის მეთაური გვთავაზობს მორჩილებაში ცხოვრებას. ისეთივე ფორმით, როგორითაც თავად, და მისმა რამდენიმე თანაგუნდელმა აირჩია. და ამის მაგალითსაც ისევ და ისევ პრემიერის წერილში ვკითხულობთ.
ირაკლი ღარიბაშვილი, რა თქმა უნდა, არ დაიღალა ბიძინა ივანიშვილის, მისი მეუღლისა და ბერა ივანიშვილის განსაკუთრებული მნიშვნელობის ხაზგასმით და მათ მიმართ დამამცირებელი მოწიწების მუდმივი დემონსტრირებით.
“ქართულ ოცნებაში” მიაჩნიათ, რომ საქართველოში ივანიშვილების ოჯახის მიმართ ყველას ასეთი დამოკიდებულება უნდა ჰქონდეს.
მთავარი არხი