შავი ფული პრორუსული მოძრაობის დაფინანსებისთვის. აუდიტის სამსახური და სამოქალაქო ორგანიზაციები იძიებენ და ადგენენ, თუ რა სქემით და მოცულობით ხდება საქართველოში ოკუპანტების ინტერესებში მოქმედი ორგანიზაციების დაფინანსება. ტერმინი შავი ფული – შემთხვევითი არ არის.
ფაქტები აჩვენებს, რომ ათასობით ლარს “ალტინფოს” და “კონსერვატიულ მოძრაობას” ერთიდაიგივე ადამიანები, ერთსა და იმავე რიცხვებში სწირავენ – რაც ფინანსური თაღლითობის პირდაპირი მტკიცებულებაა.
არასამთვრობო ორგანიზაციები მოითხოვენ, რომ ამ ფაქტებზე დაყრდნობით სუსის ანტიკორუფციულმა სამსახურმა გამოძიება დაიწყოს, მაგრამ სახელმწიფო უწყების რეაგირება ამ დრომდე ნულოვანია.
მთავარი არხი