დღეიდან, 7 იანვრიდან კვლავ ამოქმედდება გადაადგილების შეზღუდვა – საღამოს 9 საათიდან დილის 5 საათამდე. გადაადგილება აკრძალულია, როგორც ქვეითად, ასევე ტრანსპორტით.
საქართველოს მთავრობის დადგენილებით, 2021 წლის 16 იანვრიდან აღდგება მუნიციპალური და საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა, სავაჭრო ობიექტებისა და ღია და დახურული ბაზრობების მუშაობა, თუმცა შაბათ-კვირის გარდა. საღამოს 9 საათიდან დილის 5 საათამდე გადაადგილების შეზღუდვა ძალაში დარჩება.