უკრაინაში რუსული არმიის სამი პოლკოვნიკი გაანადგურეს – ოლექსი გორობეცი, კანატ მუკატოვი და ოლექსი ავრამენკო, – ამის შესახებ ინფორმაციას „უნიანი“ უკრაინის შეიარაღებული ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.
უკრაინული მედიის ცნობით, ავრამენკო მე-20 გვარდიის მოტომსროლელი დივიზიის მეთაურის მოადგილე იყო.
უკრაინის შეიარაღებული ძალები ინფორმაციით, გორობეცი მე-20 გვარდიული მოტომსროლელი დივიზიის მეთაური იყო, მუკატოვი კი ამავე სამხედრო ფორმირების მეთაურის მოადგილე.
ცნობისთვის, 12 ივლისის მდგომარეობით, დაახლოებით 37 470 ოკუპანტი განადგურდა უკრაინის მიწაზე.