პოლიტიკოსი მიხეილ მაჭავარიანი „ტვ პირველის“ ეთერში აცხადებს, რომ მისი არჩევანი ევროპაა. მისი თქმით, ახლა საქართველო და ქართველი ხალხი გზის გასაყარზეა და ქართველმა ხალმა სწორი არჩევანი უნდა გააკეთოს.
პოლიტიკოსი ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილისთვის მთავარი ხალხი არ არის.
„ვარ ჭორვილელი, ქართველი და ევროპელი, ჩემი გზა არის ევროპა. ჩვენ გვინდა, ეს ყველაფერი გადაწყდეს კარგად ისევე, როგორც 1918 წელს, როდესაც იღებდნენ საქართველოს დამოუკიდებლობის აქტს და 1921 წლის თებერვალში, რამდენიმე დღით ადრე თბილისის დაცემამდე იღებდნენ კონსტიტუციას, ის ხალხი ფიქრობდა, რომ ისტორიის სწორ მხარეს იდგა და მათ უნდა მიეღოთ, რათა მათი შვილებისთვის ეთქვათ, რომ სწორ მხარეს იყვნენ და არა სერგო ორჯონიკიძის.
ჩვენ ახლა გზის გასაყარზე ვართ. ჩვენ გვაქვს ან ილიას გზა და ევროპისკენ ან ავაზაკის გზა, რომელსაც გვთავაზობს მმართველი პარტია. მათ არჩევანი აქვთ გაკეთებული – არა ევროპისკენ. ივანიშვილისთვის ხალხი არ არის მთავარი. როგორც აქლემი ვერ გაძვრება ნემსის ყუნწში, ისე მდიდარი ადამიანი ვერ მოიპოვებს უფლის სასუფეველს. სამწუხაროდ, საქართველოში ეს არჩევანი რამდენიმეჯერ ქართველ ხალხს შეგვეშალა. პრემიერ-მინისტრის წერილი არის ბიძინასთვის და „ქორი“ ამომრჩევლისთვის“, – აცხადებს მიხეილ მაჭავარიანი.
მსგავსი სტატიები:
რა შემთხვევაში მიიღებს პირი 6 თვის განმავლობაში მთავრობისგან 200-ლარიან დახმარებას
ინდონეზიაში გაუჩინარდა თვითმფრინავი, რომელსაც 50-ზე მეტი მგზავრი გადაჰყავდა
როგორ აფასებს რუსული არხი Дождь-ის მთავარი რედაქტორი პოზნერის ვიზიტს
“…ხელი შევყავი და გამოვიღე მკვდარი მორიელი! ალბათ, მიკბინა და თვითონ მოიწამლა და დაიბრიდა…” – ირინა სარიშვილი
მედიამენეჯერები ღარიბაშვილს ურჩევენ, საკუთარი თავი გამოიკვლიოს
ჩვენი ხელისუფლების პერიოდში სიღარიბე ისტორიულ მინიმუმს აღწევს
“ეს ხომ ღირებულებათა ომია?! ერთ მხარეს დგას ღირსება, მეორე მხარეს – საბჭოთა ჭაობი”
როდის გამოიდარებს საქართველოში? – როგორია უახლოესი დღეების ამინიდის პროგნოზი
