პოლიტიკოსი, სოფიო ხორგუანი, რუსი შოუმენის, მაქსიმ გალკინის საქართველოში დაგეგმილ კონცერტს, სოციალურ ქსელში ეხმაურება.
“რა მაგის პასუხია და, გალკინი რომ კონცერტს გამართავს, პუტინი არ გაღიზიანდება?! თუ ომი გვინდა?!” – წერს სოფიო ხორგუანი.
ცნობისთვის, უკრაინელი დევნილებისთვის დასახმარებელი საკონცერტო ტურნეს ფარგლებში საქართველოში მაქსიმ გალკინი ჩამოვა. ინფორმაცია BILETEBI. GE- გაავრცელა, სადაც 25 ივლისიდან უკვე დაიწყება კონცერტზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა.