საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 13 ივლისს „წმინდა დიდებულთა ათორმეტთა მოციქულთა კრებას” – სვეტიცხოვლობას აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში დღეს წირვა-ლოცვა შესრულდება.
სვეტიცხოვლობის დღესასწაული წელიწადში ორჯერ – 14 ოქტომბერს და 13 ივლისს აღინიშნება. 14 ოქტომბერს ეკლესია ქრისტეს კვართს იხსენიებს, 13 ივლისს კი ქრისტეს ყველა მოციქულს.
13 ივლისს ასევე კეთილმორწმუნე დინარა დედოფლის ხსენება აღინიშნება, რომელიც ჰერეთის დედოფალი იყო და მოსახლეობას სპარსთა მონოფიზიტური სარწმუნოებისგან იცავდა. დღესასწაულის გამო მარხვა თევზით ხსნილია.