“ტაქსი უფასოდ”- ვინ არის კაცი რომელიც ოზურგეთში დღეს მგზავრებს უფასოდ მოემსახურება

ოზურგეთში შვილმა მამას თხოვნა შეუსრულა და ფეისბუკით განაცხადა რომ მამამისი ჯემალ კეჭაყმაძე, დღეს ოზურგეთში ტაქსით უფასოდ მოემსახურება მგზავრებს.
“მეგობრებო ვასრულებ მამაჩემის თხოვნას და დიდი სიყვარულით და სიამაყით გაცნობებთ ერთ განცხადებას:
 
ჩემო მეგობრებო გილოცავთ შობა-ახალ წელს შეგიძლიათ 7 იანვარს ისარგებლოთ ტაქსის უფასო მომსახურებით ოზურგეთში, მგზავრებს დაველოდები საკათედრო ტაძრის წინ რათა მოვემსახურო დილის 9-დან, საღამოს 17 საათამდე.- ჯ კეჭაყმაძე.”
ნინე ულუმბელაშვილი
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share