სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა “უცნობს” გაასაჯაროვებინა აუდიოჩანაწერი, რითიც დასტურდება, რომ სუსს ტელევიზიებში მოსასმენი აპარატურა აქვს დამონტაჟებული და ოპოზიციურ მედიასა და “მთავარი არხის” ჟურნალისტებს კვლავ ფარულად უსმენს.
აუდიოფაილი სახელისუფლებო ტელევიზიის ერთ-ერთმა წამყვანმა და “ქართული ოცნების” მხარდამჭერმა და მათმა პროპაგანდისტმა გიორგი გაჩეჩილაძემ, იგივე “უცნობმა” “მაესტროს” ეთერში გაასაჯაროვა.
“უცნობის” მიერ გასაჯაროებულ ჩანაწერში “მთავარი არხის” გადაცემა Post Factum-ის დაგეგმვის პროცესია ასახული და გადაცემის მაშინდელი წამყვანის, გიორგი გაბუნიას, პროდიუსერის ეკა სარიასა და ჟურნალისტების, გიორგი გვიშიანისა და ლაშა კვესელაძის საუბარი ისმის.