ბოლო 1 წელში, საქართველოდან ემიგრაციაში თითქმის 100 ათასი ადამიანი წავიდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2021 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 99 974 კაცი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 34.6 პროცენტით მეტია, ხოლო იმიგრანტების რიცხოვნობა 17.8 პროცენტით შემცირდა და 74 008 კაცი შეადგინა.
ამავე პერიოდში, იმიგრანტების 82.5 პროცენტი და ემიგრანტების 88.6 პროცენტი, შრომისუნარიან ასაკში მყოფ მოსახლეობას (15-64 წლის ასაკობრივი ჯგუფი) წარმოადგენენ. 2021 წელს, იმიგრანტების 53.4 პროცენტს, ხოლო ემიგრანტების 80.4 პროცენტს საქართველოს მოქალაქეები წარმოადგენენ.
ცნობისთვის, 2022 წლის 1-ლი იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობა 3 688 600 ადამიანს შეადგენს, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 1.1 პროცენტით ნაკლებია.