“ვიღაცეებს ძალიან გულით უნდათ, რომ ბიძინა ივანიშვილის სახელი რაღაც გააშავონ. ეს ახლა რა ფორმითაც არ უნდა ატრიალონ, არსი ეგ არის. ეს კაცი ადგა, თავისი ნებით, გამოვიდა და განაცხადა, გადის პოლიტიკიდან და გავიდა. რომ დარჩენილიყო, არავის საქმე არ იყო და არავის არ ეკითხებოდა დარჩებოდა თუ არა, ეს იყო მისი გადაწყვეტილება, რომ გასულიყო. ახლა ადამიანმა, რომელმაც გადაწყვიტა აღარ მინდა ამ პოლიტიკაში და წავედიო, ახლა იქაც არ დაასვენონ, ეგრე არ არის. არავის საქმე არ არის პირადად მე ვისთან მაქვს ურთიერთობა, ან ვიღაცას ვისთან აქვს. ეს საქართველოს და ქართულ პოლიტიკაში და “ქართული ოცნების” გადაწყვეტილებებზე გავლენას არ ახდენს, ვიღაცამ დაბადების დღე თუ მიულოცა, არც ანა დოლიძის საქმეა და არც ფოტიგასი იქ დასავლეთში კიდევ”.
თქვა “ქართული ოცნების” დეპუტატმა, ბექა დავითულიანმა.