“როდესაც კანდიდატის სტატუსის მისაღებად წინაპირობებში უკანონო მოსმენები და ჟურნალისტური საქმიანობის ხელის შეშლა მთავარ საკითხებად დგას, სახელისუფლებო პროპაგანდა პირდაპირ მთავარი არხის ნიუსრუმიდან გვთავაზობს ჩანაწერს;
როდესაც 40-ზე მეტი ქვეყანა, მათ შორის ევროკავშირის ყველა ქვეყანა და კანდიდატი მოლდოვა მხარს უჭერს უკრაინის სარჩელს ICJ-ში, ჰააგის სასამართლოში, საქართველო არ აფიქსირებს მხარდაჭერას ხელმოწერით, ანუ ევროპის გადმოსახედიდან ღალატს სჩადის;
აქედანაც სჩანს, რომ ოცნება ყველაფერს აკეთებს – ვინმემ “ძალით არ შემოგვტენოს” კანდიდატობა. დანარჩენზე ნუ იდარდებთ, ნებით ოცნება არაფრის მიმღები არაა, სალი კლდესავით დგანან”
წერს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გიგი უგულავა ფეისბუქზე