ამ ქვეყანას მათ შორის პროფესიული მოვალეობის შესრულების თუ პირადი ცხოვრების დაცულობის პრინციპების უზრუნველსაყოფად უშველის მხოლოდ ერთადერთი რამ – დიდი პოლიტიკური ცვლილებები, – ამის შესახებ „ფორმულას“ ჟურნალისტმა გიორგი თარგამაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ნაცვლად იმისა, რომ პასუხობდეს რეგიონში არსებულ უზარმაზარ გამოწვევებს, უსმენს და უთვალთვალებს სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლებს.
“ეს გარემო ამაზრზენია. ძალიან ცუდია, თუ ჩვენ გაგვიჩნდა იმის შეგრძნება, რომ შესაძლოა, ამას ოდესმე შევეგუოთ. კლასიკური გაგებით, დღეს ჩვენ გვყავს კრიმინალი ხელისუფლება, რომლის კრიმინალური საქმიანობის ერთ-ერთი დამატებითი მტკიცებულება არის ის, რის შესახებაც გუშინ კიდევ ერთხელ საჯაროდ გაიგო, თავად ხელისუფლების წარმომადგენლების ხელით.
ამ ქვეყანას მათ შორის პროფესიული მოვალეობის შესრულების თუ პირადი ცხოვრების დაცულობის პრინციპების უზრუნველსაყოფად უშველის მხოლოდ ერთადერთი რამ – დიდი პოლიტიკური ცვლილებები”, – აცხადებს თარგამაძე.