„მართალია, რომ ელენე ხოშტარიას ოჯახს რუსეთიდან პერიოდულად თანხები ერიცხება” – Fact Check

ელენე ხოშტარიას ოჯახის წევრისთვის რუსეთიდან ჩარიცხულ თანხებთან დაკავშირებული დოკუმენტაცია ორგანიზაცია Fact Check-მა გამოაქვეყნა.

Fact Check-ის მიერ გამოქვეყნებული სტატიიაში წერია, რომ ელენე ხოშტარიას ოჯახს რუსეთიდან პერიოდულად თანხები ერიცხება.

„მართალია, რომ ელენე ხოშტარიას ოჯახს რუსეთიდან პერიოდულად თანხები ერიცხება.

• ტყუილია, რომ ელენე ხოშტარია რუსეთიდან ხელფასს იღებს. სინამდვილეში, ელენე ხოშტარიას მამის, გიორგი ხოშტარიას, სახელზე, მემკვიდრეობით მიღებული საავტორო უფლებების საფუძველზე, სოლიკო ვირსალაძის დადგმებიდან მიღებული ჰონორარი ირიცხება.

• ტყუილია, რომ გიორგი ხოშტარიას ანგარიშზე რუსეთის ფედერაციული ბიუჯეტიდან თანხის გადმორიცხვა ფიქსირდება. გადმორიცხვა ფედერალური სახელმწიფო საბიუჯეტო კულტურის დაწესებულება “რუსეთის სახელმწიფო აკადემიური დიდი თეატრიდანაა“ განხორციელებული. როგორც დოკუმენტები აჩვენებს, ეს შემოსავლები არ წარმოადგენს სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებულ შემოსავლებს“, – აღნიშნულია Fact Check-ის სტატიაში.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share