ოზურგეთელ მკლავჭიდელთა წარმატება ღია პირველობაზე

12 -13 ივლისს ქ. ბათუმში მკლავჭიდში აჭარის თასზე ღია ჩემპიონატი გაიმართა.
სპორტულ ასპარეზობაში მონაწილეობა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ – გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანებასთან არსებულმა მკლავჭიდის სექციის სპორტსმენებმა მიიღეს და შეჯიბრზე კარგი შედეგი აჩვენეს.
🥈ფირუზ მარკოიძე ( 55 კგ) II ადგილი
🥈დაჩი ჩხაიძე ( 65 კგ) II ადგილი
🥉გიორგი წიტაიშვილი ( 85 კგ) III ადგილი
ოზურგეთელი მკლავჭიდელები ასპარეზობისთვის მოამზადეს მწვრთნელებმა : გიორგი რუსიეშვილმა, ზურაბ ბურჭულაძემ, ილია ჟვანიამ.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share