„როდესაც ვსაუბრობთ ევროკავშირის პარლამენტის ზოგიერთ წევრზე, ეს არის რამდენიმე წევრი, რომელიც გამოირჩევა განსაკუთრებული ანტიპათიით საქართველოს ხელისუფლების მიმართ, რაც ძალიან სამწუხაროა. როდესაც საუბარია ოლიგარქიაზე და ბიძინა ივანიშვილზე, როგორც ოლიგარქზე, ეს არის შეურაცხყოფა ქართული დემოკრატიის. ევროპარლამენტის ეს კონკრეტული წევრები ამით ამბობენ, რომ სინამდვილეში თითქოს პრემიერმინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე და პარლამენტის წევრები კი არ არიან ხელისუფლება, არამედ ეს არის ფასადი და ჩვენ არ ვიღებთ გადაწყვეტილებას. ეს არის ხელისუფლების შეურაცხყოფა, რომელიც არჩეულია ხალხის მიერ. მიკვირს, როდესაც რეაქციები უკვირთ შემდეგ. როდესაც ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებას ასე შეურაცხყოფით ესაუბრებიან, თითქოს დამოუკიდებლად არ ვიღებთ გადაწყვეტილებებს, ამას რომ ქართველი ხალხის სახელით ვუპასუხებთ, მგონი, არავის უნდა გაუკვირდეს“.
– ამბობს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი პალიტრას ეთერში.