ვაშინგტონში, კაპიტოლიუმის შენობასთან განვითარებულ მოვლენებს მსოფლიო მასშტაბით უამრავი გამოხმაურება მოჰყვა. როგორ აფასებენ ამერიკაში განვითარებულ მოვლენებს აქტიურად ეხმაურებიან ქართველი პოლიტიკოსები, ჟურნალისტები და ექსპერტები. გთავაზობთ რამდენიმე მათგანის ფეისბუკ პოსტს:

ნინო ჯანგირაშვილი, ტელეწამყვანი: ‘ტრამპი პრეზიდენტობას სოციალურ ქსელებში დაბლოკილი და თავლაფდასხმული ასრულებს. თუმცა, მისი ქმედებების შედეგები ჯერ ბოლომდე არ მოუმკია. ამერიკული სახელმწიფო, სავარაუდოდ, უფრო ძვირს დაუსვამს მის ჩაწიხვლას. რესპუბლიკელებმაც გადაიხადეს ტრამპის ოთხწლიანი სიგიჟის საფასური–თეთრი სახლი, კონგრესი, სენატი მთლიანად დემოკრატების ხელშია. რესპუბლიკელებს ასეთი შავი დღე დიდი ხანია არ ქონიათ და დიდხანს მოუწევთ თვითრეაბილიტაციაზე მუშაობა. მოკლედ, ამერიკამ აჩვენა, რომ შეცდომები მოსულა, მაგრამ ამერიკული დემოკრატიის დამარცხება შეუძლებელია. ახლა ჩვენ რაც შეგვეხება – სინამდვილეში 6 იანვარი ჩვენ 31 ოქტომბერს, საარჩევნო უბნებში მოგვიწყვეს. და ამერიკისგან განსხვავებით შერჩათ სახელმწიფოს ჩაწიხვლა, ძალაუფლების მოპარვა, ფაქტიურად სახელმწიფო გადატრიალება. ყოველ ჯერზე ძალიან მრცხვენია, როცა ქართული სახელმწიფო ფარჩაკდება”.

ექსპერტი გოჩა მირცხულავა: თეთრი შური მჭამს და მღრნის – რაც ახლა აშშ_ში ხდება ეს არის დემოკრატია. ეს არის სახელმწიფო და ეს არის სახელმწიფო ინსტიტუტების სიდიადე დემოკრატიულ სახელმწიფოში. სახელმწიფოში სადაც ინსტიტუტებისთვის არ არსებობს შენი და ჩემი პარტია, შენი და ჩემი პრეზიდენტი, შენი და ჩემი კანონი, ჩემი და შენი მხარდამჭერი. როგორ მინდა აქ, ჩემს სამშობლოში -საქართველოში ყველა თაობის – ყოფილი, მოქმედი, მომავალი – საჯარო მოხელეები, პოლიციელები, სამხედროები, სპეცრაზმელები, პროკურორები, მოსამართლეებიც ჩემსავით თეთრი შურით აღიქვამდნენ ამ პროცესს. როგორ მინდა რომ ვიღაცას, ვიღაცეებს შერცხვეთ და ვიღაცეებმა კი საკუთარ თავს მისცენ ფიცი – სახელმწიფო უპირველეს ყოვლისა. აშშ_მ დღეს მსოფლიოს წინაშე ჩააბარა გამოცდა დემოკრატიაში, სამართლიანობასა და კანონის უზენაესობაში. ჩააბარა ყველაზე დიდი გამოცდა საკუთარი თანამოქალაქეების ნების პატივიცემის წინაშე. ღმერთმა დალოცოს ამერიკა”!

ტვ “მთავარის” გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია: “ტრამპის ისტორიით სამყაროში შეიქმნა მთავარი მტკიცებულება იმისა, რომ ოლიგარქიაზე დიდი მტერი დემოკრატიას არ ყავს. და რომ ოლიგარქების გაკარება ხელისუფლების სადავეებთან, მეტიც, ზოგადად პოლიტიკასთან, არათუ არ შეიძლება, არამედ ღიად და ხისტად აკრძალული უნდა იყოს. ღიად ძალადობრივი დიქტატურაც კი, როგორც სახელმწიფოს მიტაცების თვალსაჩინო და ხისტი უკურეაქციის გამომწვევი ფორმა, და ამიტომაც ეპიზოდური/ხანმოკლე მმართველობა, უფრო ნაკლებად საშიშია, ვიდრე ოლიგარქია – დიქტატურის რბილი, შეუმჩნეველი, ხანგრძლივი და ამდენად გაცილებით საშიში და ვერაგი ფორმა”.

პარტია”სტრატეგია აღმაშენებელი”-ს ერთ-ერთი ლიდერი, თაკო ჩარკვიანი:
“ტიპმა “ღირებულებებს დაარტყა, დემოკრატიის შერყევა გადაწყვიტა, დანგრევა და ჩამოშლა და პრაქტიკულად რუსეთად გადაკეთება ამერიკის -არსებული დემოკრატიის. ……და რა მოხდა??? ყოველგვარი სროლის და ხალხის განადგურების გარეშე, მიიღო ანგარიშების დაბლოკვა ყველგან , მოექცნენ ისე ,როგორც უნდა მოექცე ფულისგან აღვირახსნილ ოლიგარქს- აი რას ნიშნავს თავისუფალი სამართლებრივი სისტემა და კანონის უზენაესობა. დიახ , ძლიერი სახელმწიფოა . მარტივად “ჩაუტარეს” და რაც მთავარია დემოკრატიული ღირებულებებით – ფაქტი ჯიუტია”.
კონგრესმა ამერიკის არჩევნებში ჯო ბაიდენის გამარჯვება ოფიციალურად გააფორმა. სულ სენატმა 531 ხმა დაითვალა, აქედან ჯო ბაიდენმა 306 მიიღო, ტრამპმა კი 232.
მსგავსი სტატიები
- 98
ძალადობასა და აგრესიისკენ მოწოდებებს ერთ-ერთი პირველი ტრამპის ადმინისტრაციიდან ამერიკის ვიცე-პრეზიდენტი, მაიკ პენსი გაემიჯნა და რადიკალი დემონსტრანტებების ქმედებები კონგრესის ტრიბუნიდან დაგმო. რომელიც კონგრესში არჩევნების შედეგების დასამტკიცებლად იყო მისული. სწორედ მან მიიღო შემაჯამებელი დოკუმენტი და გამარჯვებაც პირველმა მიულოცა ჯო ბაიდენს. კაპიტოლიუმის მოვლენების ნამდვილი და მთავარი გმირი - ასე შეაფასა "მთავარი არხის" ეlგებერალირკა დირექტორმა…
- 97
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის გამოსამშვიდობებელ წერილს ეხმიანება და წერს, რომ რასაც ივანიშვილი წერილში ხაზს უსვამს, თვითონ მისი გამოწვეულია, მაგალითად, სიღარიბე. "ყველაზე მეტად აღმაშფოთა იმ რეალობამ, რომ სიღარიბე თურმე არის ობიექტური რეალობა, რომელსაც უნდა შევეგუოთ. ნურას უკაცრავად, სიღარიბე არის პირდაპირი შედეგი იმისა, რომ მან საქართველოს მოსახლეობას 5…
- 97
ენმ, უმოკლეს ვადებში, საზოგადოების წინაშე წარვსდგებით ბევრად უფრო სოლიდურად და მასშტაბურად - წერს პარტიის თავმჯდომარე და ამით კონგრესმენს კონგრესმენ მიქსის განცხადებას ეხმაურება, რომელიც საქართველოში, სამართლიანი არჩევნებით, ხელისუფლების მშვიდობიანი გზით ცვლილებაზე საუბრობს. მელია წერს, რომ ერთიანობისკენ ახლა ქართულ საზოგადოებას ქვეყნის მეგობრები მოუწოდებენ და ენმ ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ეს პროცესი ბევრად უფრო მასშტაბური და ერთიანი…
- 95
16 იანვარს პარტია "ქართული ოცნების“ ყრილობა გაიმართა და გარდა მიღებული პოლიტიკური გადაწყვეტილებებისა, სოციალურ ქსელში დიდი ყურადღება მიიქცია პარტიის ლიდერების ფეხსაცმელებმა და განხილვის ერთ-ერთ მთავარ საგნად იქცა. სოციალურ ქსელში არ გამოჰპარვიათ, რომ კახა კალაძესა და ირაკლი კობახიძეს მსგავსი ფეხსაცმელები ეცვათ. აღნიშნულ თემაზე არაერთი სახალისო პოსტი და კომენტარი დაიწერა. "ფეისბუქის“ მომხმარებლები იმითაც…