ჩვენ ძალიან კარგი პარტნიორობა გვაქვს წლების მანძილზე, მიუხედავად იმისა რომელი პარტიაა მმართველი – დეგნანი

“აშშ ყველანაირად ცდილობს, რომ დამყარდეს მშვიდობა და ის ომი, რომელიც დაიწყო პუტინმა არ გადავიდეს სხვა ქვეყნებზე, იქნება ეს საქართველო, თუ ნებისმიერ სხვა ქვეყანა და ამისთვის ჩვენ ყოველდღიურად ძალიან ბევრს ვშრომობთ, ეს გაუმართლებელი ომი დაიწყო პუტინმა და მასვე შეუძლია დაასრულოს, ჩვენ კი ვაკეთებთ ყველაფერს, რომ აღდგეს მშვიდობა და სტაბილურობა და გავაგრძელებთ ჩვენს თანამშრომლობას იმისთვის, რომ საქართველოს ჰქონდეს წარმატებული მომავალი, გახდეს ევროკავშირის, ნატოს წევრი, ჩვენ ძალიან კარგი პარტნიორობა გვაქვს წლების მანძილზე, მიუხედავად იმისა რომელი პარტიაა მმართველი, ეს გაგრძელდება და მე, როგორც აშშ-ს ელჩი საქართველოში, ვახორციელებ ამერიკის მთავრობის საგარეო პოლიტიკას”

განაცხადა აშშ-ს ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა, ხელისუფლებისა და მისი მხარდამჭერების, ასევე “ოცნების” პოლიტიკური პარტნიორების მესიჯბოქსზე პასუხისას, თითქოს აშშ-ს საელჩო აფინანსებს და მხარს უჭერს ყველას, ვისაც საქართველოს “ომში ჩართვა სურს”

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share