ლაგოდეხის მერიამ, ბოლო ზარის ზეიმისთვის ტენდერის გვერდის ავლითა და გამარტივებული შესყიდვით, TV იმედის მუსიკოსებს 14 ათასი ლარი უტენდეროდ გადაუხადა – ამის შესახებ ინფორმაციას “ფლანგვის დეტექტორი” ავრცელებს.
მათივე ცნობით, მსგავსი შესყიდვა წინა თვეში ზუგდიდის მერიამაც განახორციელა და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ბოლო ზარის კონცერტისთვის 31,800 ლარი დაიხარჯა.
“ბოლო ზარის კონცერტისთვის ლაგოდეხის მერიამ ტენდერის გვერდის ავლით, გამარტივებული შესყიდვა ექსკლუზიურად ტვ იმედის ღამის შოუს ბენდთან გააფორმა.
ბენდი ტვ იმედის თანამშრომლებისგან შედგება და ისინი ხშირად უკრავენ ქართული ოცნების პარტიულ შეკრებებსა და კონცერტებზე.
2022 წლის მონაცემებით ლაგოდეხში ყოველი მეოთხე, ე.ი 11,047 ადამიანი სიღარიბის ზღვარს ქვემოთაა და საარსებო შემწეობას იღებს.
მსგავსი შესყიდვა წინა თვეში ზუგდიდის მერიამაც განახორციელა და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ბოლო ზარის კონცერტისთვის 31,800 ლარი დაიხარჯა.
წაკითხულის გააზრების, მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების უნარებში ქართველი მოსწავლეები ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის 79 ქვეყანას შორის 70-ე ადგილზე არიან “- წერს ორგანიზაცია.