მოსამართლეებისა და ხელისუფლების საერთო თავდასხმა. “ქართული ოცნება” ანტიდასავლური კამპანიის ახალ, გაცილებით მასშტაბურ ტალღას აორგანიზებს. პირველ და მოულოდნელ ნაბიჯს ნიკა გვარამიას მოსამართლე დგამს.
ლაშა ჩხიკვაძე მოულოდნელად გულწრფელი ხდება და მთავარი არხის დირექტორის ციხეში გაშვების შემდეგ შეერთებული შტატების საელჩოს წარმომადგენელთან შეხვედრას იხსენებს. მოსამართლე ადასტურებს, რომ ამერიკაში ტრენინგის პროგრამიდან მოხსნა სწორედ ამ საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებას უკავშირდება და ქვეყნის პარტნიორებს სასამართლოზე პოლიტიკურ ზეწოლაში ადანაშაულებს.
სინამდვილეში კი სწორედ ხელისუფლება, მოსამართლეების და პარტიის წევრების განცხადებებით ცდილობს გავლენის მოხდენას სააპელაციო სასამართლოზე. ქართული ოცნება უკიდურესად გაღიზიანებულია დასავლელი პარტნიორების, ამერიკელების და ევროპელების საქმიანი და სამართლიანი კრიტიკით ნიკა გვარამიას საქმეზე, და ახლა ცდილობს თავიდან აირიდოს შესაძლო სიურპრიზები გასაჩივრების ეტაპზე.
მთავარი არხი