,,ოცნების” დეპუტატები ,,შატალოზე” მიდიან- პრეზიდენტის მიერ დამტკიცებული რიგგარეშე სხდომა ჩაშლის საფრთხის ქვეშაა

,,ოცნების” დეპუტატები სა1ქართველსო პრეზიდენტის გადაწყვეტიელბას ბოიკოტს უცხადებენ და პარლამენტის სხდომიდან ე.წ. შატალოზე მიდიან. მმართველი პარტია სალომე ზურაბიშვილის მიერ  მოწვეული საგანგებო სესიის ჩაგდებით იმუქრება.

ოპოზიციის მიერ დადგმულ შოუში მონაწილეობას არ მივიღებთ– ამბიობნენ უმრავლესობის დეპუტატები.

,,ქართული ოცნების” გუნდი არ მიიღებს მონაწილეობას აი ამ შოუში. შესაბამისად, ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას 12 პუნქტის თითოეულ საკითხზე.

ასე არ გამოვა, დასხდნენ სამუშაო ჯგუფებში. ჩვენ მზად ვართ, მოვისმინოთ ოპოზიციის მოსაზრებები, გავცვალოთ პოზიციები. იქ მივალთ კონდიციამდე, რაღაც საკითხებზე შევთანხმდებით, რაღაცაზე კი – ვერა.

როგორც კი ობიექტური საჭიროება იქნება, სესიის მოწვევას ვერავისნ დაგვასწრებს – აცხადებს ანრი ოხანაშვილი, უმრავლესობის დეპუტატი.

საქართველოს  პრეზიდენტმა 18 ივლისიდან პარლამენტის სხდომა  დანიშნა, რათა დეპუტატებმა კანონები სასწრაფოდ შეცვალონ და ქვეყანამ ევროკავშირის მოთხოვნები დაჩქარებუილი წესით შეასრულოს.

პრეზიდენტის დღევანდელი ნაბიჯი ქვეყანაში ახალი პოლიტიკური სკანდალი აზვირთების საფუძველი გახდა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share