“მეუფე იაკობმა ჩემს მეუღლეს უთხრა, იგეგმებოდა შენი და შენი ოჯახის ლიკვიდაციაო”

სოსო გოგაშვილის ცოლის ინფორმაციით, რამდენიმე თვის წინ, მისი მეუღლე მეუფე იაკობმა გააფრთხილა, რომ იგეგმებოდა მისი და მისი ოჯახის ლიკვიდაცია. თეა მარტყოფლიშვილმა გვარებიც დაასახელა – ივანიშვილი, ღარიბაშვილი, ლილუაშვილი, გომელაური:

4-5 თვის წინ, ეპისკოპოსი, მეუფე იაკობი იყო ჩვენთან მოსული. მაშინ ჩემს მეუღლეს ეუბნებოდა, შენი და შენი ოჯახის ლიკვიდაცია იგეგმებოდაო. ეს მოდის ღარიბაშვილი, ლილუაშვილი და ივანიშვილისგანო. ეს სამი გვარი დაასახელა. ეხლა მე ვრწმუნდები, ნამდვილად. ის ვერ მოხერხდა, რომ ჩავეცხრილეთ, მაგრამ რაც წუხელ მოხდა, ის იყო ჩემთვის ლიკვიდაცია…” ამბობს მარტყოფლიშვილი.

მისი თქმით, მის ქმარს იარაღი ჩაუდეს და მის დასაკავებლად ძალა გამოიყენეს, რის შედეგადაც გოგაშვილს დაზიანებები აქვს:

ღამბაშიძე ნაძირალა, პირობას ვდებ, ან მე ვიქნები ან ღამბაშიძე, წიხლი დაარტყა ბეჭზე, აქ დაზიანება, სუნთქვის დროს ძალიან უჭირს და მარჯვენა ლოყა გასიებული. დავიფიცებ, რომ ლეიბის ქვეშ ამდეს იარაღი.
მაჩალიკაშვილს კი არ სდომებია ჩვენი ლიკვიდაცია, სდომებია ამ მთავრობას- ღარიბაშვილს, ივანიშვილს, გომელაურს…” ამბობს მარტყოფლიშვილი

გოგაშვილის ოჯახი სახალხო დამცველს მოუწოდებს, დაინტერესდეს მათ სახლში ჩატარებული სპეცოპერაციით, რა დროსაც სახლში მცირეწლოვანი ბავშვებიც იმყოფებოდნენ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share