სოსო გოგაშვილის შვილი, ნინი გოგაშვილი წერს, რომ მამამისი წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი და ფიზიკური დაზიანებები აქვს მიყენებული. ნინი გოგაშვილი წერს, რომ დაზიანებები ყოფილ მაღალჩინოსანს შსს-ს გენინსპექციის უფროსის მოადგილის, თანდასწრებით მიაყენეს:
“მამა დააკავეს და გადაიყვანეს წინასწარი დაკავების იზოლატორში. მამას ფიზიკური დაზიანებები აქვს მიყენებული დაკავების პროცესში ყბის, ხელების, ზურგისა და ფეხების არეში, რაც განხორციელდა უშუალოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილის, ღამბაშიძისა და მისი თანმხლები პირების მიერ ჩემი ოჯახის წევრების თანდასწრებით. ასევე დაკავების პროცესში დედა გახდა შეუძლოდ და 4 საათის განმავლობაში სასწრაფოს გამოძახების უფლება არ მისცეს.
სახლში დანაშაულებრივი და უკანონო გზით ჩაგვიდეს ორი იარაღი, მატერიალური დოკუმენტაცია და ინფორმაციის მატარებელი ნივთები!
არ შეგრჩებათ მკვლელებო!!!” წერს ნინი გოგაშვილი.