გუდაურში პარაპლანის ჩამოვარდნის შედეგად ერთი ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა, ერთი კი დაშავდა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, მაშველებმა ხევიდან ორივე პირის ამოყვანა შეძლეს.
დაშავებული ამ დროისთვის სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი და შესაბამისი დახმარება უტარდება.