ოზურგეთელი მოჭიდავეები ევროპის ჩემპიონის ტიტულისთვის იბრძოლებენ

ხვალიდან ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში ბერძნულ – რომაულ ჭიდაობაში თხუთმეტწლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონატი იმართება.
ევროპის პირველობაზე საქართველოს ნაკრები გუნდი იასპარეზებს. მათ შემადგენლობაშია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ – გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანებასთან არსებული ჭიდაობის სექციის ოთხი სპორტსმენი .
მაშ ასე, ევროპაზე ჩემპიონის ტიტულისთვის ოზურგეთიდან იბრძოლებენ :
ლუკა ფიფია ( 52 კგ)
რეზი გუჯაბიძე ( 57კგ)
ერეკლე თავბერიძე ( 48კგ)
გიორგი როყვა ( 57კგ)
მწვრთნელები: ძმები ზურაბიანები, კობა ბალავინოვი, კახაბერ აბაშიძე , ლაშა გუჯაბიძე.
ასპარეზობები ხვალიდან დაიწყება!
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share