საკონსულტაციო კომპანია PMCG-ის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის თითქმის ნახევარს დღეში 5, 50 დოლარი შემოსავლით ცხოვრობს(16 ლარი).
2017 წლიდან 2021 წლამდე, მოსახლეობის წილი, რომელიც ცხოვრობს დღეში 5, 5 აშშ დოლარით სიღარიბის ზღვარს ქვემოთ, 43%-დან 46, 6%-მდე გაიზარდა.
2021 წლის მონაცემებით, საქართველოს მოსახლეობის 17% ცხოვრობდა დღეში 3, 2 დოლარი შემოსავლით(9 ლარამდე) (მსოფლიო ბანკის მიხედვით სიღატაკის ზღვარი საშუალო შემოსავლის ქვეყნებში). 2017 წელს ეს მაჩვენებელი იყო 16.1%.
უკიდურესად ღარიბი, რომელიც დღეში 1, 9 დოლარზე ნაკლები შემოსავლით ცხოვრობს, ხუთ წელიწადში 5%-დან 4%-მდე შემცირდა.
აბსოლუტური სიღარიბე – “საქსატის” მონაცემებით აბსოლუტური სიღარიბე აჩვენებს იმ მოსახლეობის პროპორციას, რომელთა შემოსავალი და ხარჯები საარსებო მინიმუმზე დაბალია. საქსატის ინფორმაციით, საშუალო ოჯახის ნომინალური საარსებო მინიმუმი 2021 წელს 334 ლარამდე გაიზარდა.
2017 წლიდან 2021 წლამდე საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის წილი 21, 9%-დან 17, 5%-მდე შემცირდა.
2020 წელს, კორონავირუსის პანდემიის პიკზე, ქვეყანაში აბსოლუტური სიღარიბის ზღვარს მიღმა მცხოვრებთა რიცხვი 1, 8%-ით გაიზარდა. სოფლები უფრო დაუცველები აღმოჩდნენ კორონავირუსით გამოწვეული კრიზისის მიმართ, სადაც აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებელი გაიზარდა 3, 8%-ით.
tia.ge