“ქართული ოცნების” ხელისუფლებამ უცხოელები გადაადგო – “შაბათის ეთერის” მიერ მოპოვებულია, ოფიციალური დოკუმენტები, საიდანაც დასტურდება, რომ რაჭის უნიკალური ტყეში რომელიც პრორუს ოლიგარქს, დავით ხიდაშელს გადასცეს, უცხოელებს დაფინანსებით, ეროვნული პარკი უნდა გაეშენებინათ.
მემორანდუმი , რომელიც საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროსა და გერმანულ ფონდს შორის გაფორმდა. დოკუმენტში პირდაპირ წერია, რომ კავკასიის ბუნების ფონდი საქართველოს დაცული ტერიტორიების მოსაწყობად 14 მილიონ დოლარს გამოუყოფს.
აღებული ვალდებულებით, საქართველოს მთავრობა 2022 წლის ბოლომდე რაჭაში მინიმუმ 46 ათას, 972 ჰექტარი ტერიტორია უნდა გამოყოს , რომელზეც უცხოელი დონორები იზრუნებენ და ქვეყანას ტყეს და ბუნებას შეუნარჩუნებენ.
ტობიას მიუნხმაიერი, რომრლიც კავკასიის ბუნების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ამბობს, რომ სწორედ მან მოაწერა ხელი ხელშეკრულებას ვიცე პრემიერ ლევან დავითაშვილთან.
პროექტზე მუშაობა უკვე დაწყებული იყო, როდესაც აღმოჩნდა, რომ რაჭაში 104 ათასზე ჰექტარზე მეტი ტერიტორია საქართველოს მთავრობამ 2022 წლის 11 მარტს ბიძინა ივანიშვილის მეგობარი ოლიგარქის, ვლადიმერ ევტუშენკოვის მარჯვენა ხელს , დავით ხიდაშელს გადასცა.
შეეწირა თუ არა საქართველოს მთავრობამ ქვეყნის ეროვნული ინტერესები რუს ოლიგარქს – დგინდება, რომ უცხოელები მზად არიან ქართული ტყეები განადგურებას გადაარჩინონ, ჩვენს ქვეყანას ფული აჩუქონ , თუმცა მთავრობამ ტყეების რუსი ოლიგარქისთვის გადაცემა ამჯობინა.
ბიძინა ივანიშვილის მეგობარი ოლიგარქის, ვლადიმერ ევტუშენკოვის მარჯვენა ხელი დავით ხიდაშელი რაჭის სანადირო ტერიტორიის მოწყობას გეგმავს. ეს პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის დაცული ტერიტორიების კონცეფციასთან.