უკრაინის პირველმა ლედიმ. ოლენა ზელენსკამ იტალიურ გამოცემასთან, Corriere della Sera-ს ინტერვიუში ომსა და პაციფიზმზე ისაუბრა. ჟურნალისტმა ჰკითხა: ზოგიერთი ჩვენგანი, რომელიც საკუთარ თავს პაციფისტს უწოდებს, თვლის, რომ იარაღის მიწოდება ომის გახანგრძლივებას ნიშნავს. რას ეტყვი მათ?
ოლენა ზელენსკამ ცალსახად აღნიშნა, რომ როდესაც დამპყრობელი იარაღით მოდის შენკენ მხოლოდ ერთი გზა რჩება.
„უბრალოდ წარმოიდგინეთ, რომ რუსი დამპყრობლები შემოიჭრნენ თქვენს ქვეყანაში, ჯადოსნურ მილანში ან ნეაპოლში. რომ მათ დაიკავეს რომის გარეუბნები, მოკლეს გარეუბნების მცხოვრებნი. მათი რაკეტები ყოველდღე დაფრინავს ბოლონიის საცხოვრებელი კორპუსების თავზე. მერე კი დაღუპული ბავშვები გამოჰყავთ იქიდან. და ამ დროს ვიღაც ამბობს: „დადე იარაღი, წინააღმდეგობა არ გაუწიო! სცადეთ ესაუბროთ მას, ვინც უბრალოდ დაბომბა თქვენი მშობლები ან დაბომბეს თქვენი ბავშვების სკოლა.”
თქვენ უნდა გესმოდეთ მნიშვნელოვანი რამ: დამპყრობელი არასოდეს გაჩერდება, თუ მას დანებდებით. ის უფრო შორს წავა. და ვინ იცის, მოაღწევს თუ არა თქვენამდე? მე არ ვისურვებდი ამას. შემოჭრის ახლა შეჩერებით, უკრაინელები აჩერებენ მას არა მხოლოდ საკუთარი თავისთვის, არამედ ევროპისთვისაც“,- თქვა ოლენა ზელენსკამ.
ცნობისთვის, დღევანდელი დღის მონაცემებით, რუსეთის სამხედრო აგრესიას უკრაინაში უკვე 353 ბავშვი ემსხვერპლა.