“ჩვენ უნდა ვისწავლოთ COVID-თან „თანაცხოვრება“

“ბოლო პერიოდში საქართველოში, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში, აღინიშნება COVID ახალი შემთხვევების მატება, რაც მოსალოდნელი იყო, მაგრამ ჯანდაცვის სისტემის ყველა რგოლი კარგად მომზადებული შეხვდა შემთხვევების მატებას…

ჩვენ უნდა ვისწავლოთ COVID-თან „თანაცხოვრება“ და სწორი ეპიდემიოლოგიური და კლინიკური მართვით შევინარჩუნოთ გარდაცვალების შემთხვევები დღევანდელ მინიმალურ ნიშნულზე და თავიდან ავიცილოთ COVID-ის ნეგატიური გავლენა ცხოვრების ხარისხზე და ქვეყნის ეკონომიკაზე. ამის გარანტია, ვაქცინაციით მოცვის გაზრდის (ბუსტერ დოზების ჩათვლით) გარდა, არის დროული დიაგნოსტიკა, დროული კომუნიკაცია ექიმთან და საჭიროების შემთხვევაში მკურნალობის დროული დაწყება. სრული პასუხისმგებლობით მინდა განვაცხადო, რომ ბოლო თვეების მანძილზე არც ერთი COVID ავადმყოფი, ვინც დროულად ჩაიტარა დიაგნოსტიკა და შეასრულა ექიმის რეკომენდაციები, არ დამძიმებულა და მით უმეტეს არ გარდაცვლილა,“  – დაწერა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა, თენგიზ ცერცვაძემ Facebook-ზე.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share