კოსმეტიკური და თავის მოვლის საშუალებების იმპორტი შემცირდა

საქართველოში კოსმეტიკური საშუალებების, მაკიაჟისა და კანის მოვლის საშუალებების იმპორტი შემცირდა.

კერძოდ, 2021 წლის პირველ 5 თვეში, საქართველოში 962.3 ტონა პროდუქცია შემოვიდა, მიმდინარე წლის ანალოგიურ პერიოდში კი – 934.3 ტონა.

ტოპ-10 ქვეყანა, საიდანაც საქართველომ კოსმეტიკისა და თავის მოვლის საშუალებები 2022 წელს იყიდა:

  • პოლონეთი – 156.6 ტონა ( 1.7 მლნ აშშ დოლარის)
  • საფრანგეთი – 127.5 ტონა (4,6 მლნ აშშ დოლარის)
  • თურქეთი – 124.3 ტონა ( 2.3 მლნ შშ დოლარის)
  • რუსეთი – 108 ტონა ( 2.2 მლნ აშშ დოლარის)
  • ჩინეთი – 73.8 ტონა ( 529 ათასი აშშ დოლარის)
  • გერმანია – 57.6 ტონა ( 1.2 მლნ აშშ დოლარის)
  • კორეა – 37.5 ტონა ( 1.5 მლნ აშშ დოლარის)
  • აშშ – 31.1 ( 1.2 მლნ აშშ დოლარის)
  • გაერთიანებული სამეფო – 28.9 ტონა ( 560 ათასი აშშ დოლარის)
  • ისრაელი – 20.1 ტონა (821 ათასი აშშ დოლარის
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share