“ამ დრომდე არ გვაქვს რენდგენის პასუხი. არადა, როცა მიჰყავდათ, მაშინვე ვუთხარი გამომძიებელს, რომ გადაუღეთ რენდგენი, იმიტომ რომ სტკივა ჩასუნთქვის დროს. ეზოში როცა დააგდეს მამაჩემი, მაშინვე დაიყვირა სოსომ, ბავშვი ხომ არ გგონივარ, გაწიე ხელი, რაზე მადებინებ ხელსო. იარაღზე დაადებინეს ხელი, როგორც აქვთ ეს სისხლში გამჯდარი საქმის შეკერვები, ისევე შეუკერეს მამაჩემსაც. სახლიდან როცა მიდიოდა, მამაჩემმა მითხრა, ნუ გეშინიათ, შემართებით იყავით. არჩევნების თემაზე ყველა დიპლომატიურ კორპუსს აქვს ინფორმაცია და მე რომ სულ 10 წელი მომიწიოს ჯდომა, ისინი მაინც იმოქმედებენ და თავის გასაკეთებელს იზამენ… ნებისმიერთან მოვლენ, ვინც ოდნავ მაინც გაბედავთ და პროტესტს გამოხატავთ ნებისმიერ თემაზე” – TV პირველთან ინტერვიუში ამბობს სუს-ის ხელმძღვანელის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის შვილი, ნიკოლოზ გოგაშვილი.