ჩოგბურთის ვარსკვლავის ნოვაკ ჯოკოვიჩის ქონება დაახლოებით 200 მილიონი დოლარია

გავრცელებული ინფორმაციით ჩოგბურთის ვარსკვლავის ნოვაკ ჯოკოვიჩის ქონება დაახლოებით 200 მილიონი დოლარია.

სპორტულმა ლეგენდამ მხოლოდ ჩოგბურთის კარიერით 150 მილიონ დოლარზე მეტი დააგროვა, დანარჩენი ნაწილი კი მის მრავალფეროვან ბიზნესებს უკავშირდება. ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ ის ფულს საკმაოდ ექსტრავაგანტურად ხარჯავს.

კაფე და რესტორანი “Novak“

2008 წელს ჯოკოვიჩმა ბელგრადში Novak Café & Restaurant- ის გახსნისთვის მილიონიანი ინვესტიცია განახორციელა. მას შემდეგ ფილიალები გაიხსნა კრაგუევაცში, დორჩოლში, ნოვი სადში და ბანია ლუკაში.

ყველა ლოკაცია უნიკალური და ლამაზია, სადაც ინტერიერი ნოვაკისდიზაინით არის შედგენილი.

სახლები

ჩოგბურთის ლეგენდას აქვს ცხრა ოთახიანი სახლი მარბელაში, ესპანეთში, რაშიც მან 10 მილიონი ევრო გადაიხადა.

ფლობს 6,2 მილიონი ევროს ღირებულების სანაპირო სახლს მაიამიში.

9,85 მილიონი ევროდ შეფასებულ ბინას ნიუ-იორკში და საკუთრებებს მონტე კარლოსა და ბელგრადში.

იახტა

ჯერ კიდევ 2009 წელს ჯოკოვიჩმა 2,5 მილიონ დოლარად იყიდა ძვირადღირებული იახტა “Manhattan 60” Sunseeker, რათა მას და მის მაშინდელ შეყვარებულს, იელენა რისტიჩს (ახლანდელი მისი მეუღლე) ხმელთაშუა ზღვის გარშემო კრუიზით მოგზაურობა შეძლებოდათ.

იახტას აქვს ოთხი კაბინა, ლაუნჯი, სამზარეულო, აბაზანა და ჩქაროსნული ნავი.

ძვირადღირებული მანქანების კოლექცია

ჯოკოვიჩი გახდა სუპერმანქანების ფლოტის მფლობელი. მისი კოლექცია მართლაც წარმოუდგენლად შთამბეჭდავია.

მის საკუთრებაში არსებული ზოგიერთი ავტომობილია: 200,000 დოლარიანი Aston Martin.

230,000 დოლარიანი Bentley, მთლიანად ელექტრო 508 GT Peugeot, Peugeot RCZ, Mercedes Benz S500, Audi R8 და BMW M55D.

კოლექციაში ასევე არის Tesla Model X და Fiat 500 და სხვა.

პირადი თვითმფრინავი

ბევრი მეგა მდიდარი სპორტის ვარსკვლავის მსგავსად ჯოკოვიჩი არის საკუთარი პირადი თვითმფრინავის მფლობელი.

თვითმფრინავი არის NetJets-ის ბრენდი. ამ ბრენდს თითქმის ყველა ჩოგბურთის ვარსკვლავი ფლობს.

ვერტმფრენით მოგზაურობა

ჯოკოვიჩი ზოგჯერ დანიშნულების ადგილებზე ჩარტერული ვერტმფრენით ჩადის!

ერთ-ერთი ასეთი მაგალითი იყო 2015 წელს, როდესაც იგი ბუკინგემშირში უიმბლდონის წინ გამართულ Boodles-ის ღონისძიებაზე ჩარტერული რეისით მივიდა.

ბიოტექნოლოგიური ფირმა

ბოლო COVID-19 პანდემიის დროს, ჯოკოვიჩმა უარი თქვა ვაქცინაციაზე, რის გამოც მან ზოგიერთ ტურნირში მონაწილეობა ვერ მიიღო.

2022 წლის დასაწყისში ჯოკოვიჩმა იყიდა დანიის ბიოტექნოლოგიური ფირმის QuantBioRes-ის აქციის 80%. ეს არის კომპანია, რომელიც მიზნად ისახავს კორონავირუსის არავაქცინირებული მკურნალობის შემუშავებას. არ არის ცნობილი თუ რა თანხა გადაიხადა ჯოკოვიჩმა.

სამედიცინო აღჭურვილობა სერბეთისთვის

ბიოტექნოლოგიური ფირმის შეძენის გარდა, ჯოკოვიჩმა და მისმა მეუღლემ Covid-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის დროს, სერბეთისთვის სამედიცინო აღჭურვილობის შესაძენად 1 მილიონი ევროს მოწყობილობა შეიძინეს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share